ევროკავშირი უნგრეთის რეფერენდუმის წინააღმდეგია. როგორც euronews.ge წერს, დღევანდელ ბრიფინგზე ევროკომისიის სპიკერმა, ნატაშა ბერტომ განაცხადა, რომ ევროკავშირს უჭირს უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმის მიზნობრიობის გაგება.
''"ევროკავშირს უჭირს უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმის მიზნობრიობის გაგება, რადგან გაუგებარია, თუ როგორ შეესაბამება რეფერენდუმი ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურას და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკვე მიღებულია წევრი ქვეყნების მიერ ერთიან ფორმატში",'– განაცხადა ბერტომ.