სოფელ მანდაეთში საკუთარ სახლში მოკლული ქალის ცხედარი იპოვნეს

სოფელ მანდაეთში საკუთარ სახლში მოკლული ქალის ცხედარი იპოვნეს

ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში საკუთარ სახლში მოკლული ქალის ცხედარი იპოვნეს. როგორც "რუსთავი 2" ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყება, გარდაცვლილი გაკოჭილი იყო, კისერზე ზეწარი ჰქონდა შემოხვეული და ყელის არეში ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მათივე ინფორმაციით, ნაწამები ცხედარი გარდაცვლილის ძმამ აღმოაჩინა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში წამების ფაქტს არ ადასტურებენ.