სირიაში გაეროს ჰუმანიტარული აქცია უშედეგოდ დასრულდა

სირიაში გაეროს ჰუმანიტარული აქცია უშედეგოდ დასრულდა

სირიაში გაეროს ჰუმანიტარული აქცია წარუმატებლად დასრულდა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ორგანიზაციამ სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორში თვითმფრინავიდან 21 ყუთი ჩაყარა, რომლებშიც საკვები პროდუქტები იყო მოთავსებული. თუმცა, 4 ყუთი დაზიანდა, 7 იმ ტერიტორიაზე დაეცა, რომელსაც არავინ აკონტროლებს, 10 ყუთის ბედი კი უცნობია.

ზოგიერთ შემთხვევაში პარაშუტი არ გაიხსნა და მიწაზე დავარდნისთანავე ჰუმანიტარული დახმარების ყუთები განადგურდა.

გაეროს წარმომადგენლის იან ეგელანის განცხადებით, ორგანიზაცია ამ დროისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ლოგისტიკას ამუშავებს. ორგანიზაცია კიდევ ერთხელ შეეცდება, ჰუმანიტარული დახმარება ქალაქის თავზე ჩამოყაროს.

უკვე რამდენიმე თვეა დეირ-ეზ-ზორს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები იკავებენ.