გერმანიამ მიგრაციული კანონმდებლობა გაამკაცრა

გერმანიამ მიგრაციული კანონმდებლობა გაამკაცრა

გერმანიამ მიგრაციული კანონმდებლობა გაამკაცრა. როგორც გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, ბუნდესტაგმა კანონების ახალი პაკეტი მიიღო, რომლის თანახმად, მიგრანტების გარკვეული ჯგუფის განაცხადი თავშესაფრის მიღების შესახებ განხილული იქნება დაჩქარებული წესით. ეს ცვლილება ძირითადად შეეხება "უსაფრთხო ქვეყნებიდან" ჩასულ მიგრანტებს.

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, ასეთ მიგანტებს სპეციალურ დაწესებულებებში გადაიყვანენ და მათ არ ექნებათ უფლება, გერმანიაში საცხოვრებელი ადგილი თავად შეარჩიონ.

ახალი საკანონმდებლო ნორმები შეეხება იმ მიგრანტებსაც, რომლებსაც ლტოლვილის სტატუსი არ აქვთ, მაგრამ სამშობლოში ვერ ბრუნდებიან. ასეთი ადამიანები გერმანიაში ოჯახის წევრების ჩაყვანას ერთის ნაცვლად ორ წელიწადში შეძლებენ. გარდა ამისა, დაჩქარებული წესით მოხდება იმ მიგრანტების გაძევება, რომლებსაც თავშესაფრის მიღების უფლება არ აქვთ.