ევროკავშირის ქვეყნების შს მინისტრები მიგრაციულ კრიზისზე სასაუბროდ ბრიუსელში იკრიბებიან

ევროკავშირის ქვეყნების შს მინისტრები მიგრაციულ კრიზისზე სასაუბროდ ბრიუსელში იკრიბებიან

მიგრაციულ კრიზისზე სასაუბროდ ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იკრიბებიან. როგორც "ევრონიუსი" წერს, განხილვის საგანი ავსტრიისა და ბალკანეთის შუმუშავებული გეგმაა, რომელიც ყველა მიგრანტისთვის თითის ანაბეჭდის აღებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, გეგმის თანახმად, საბუთების არმქონე ან ყალბი პასპორტების მქონე მიგრანტების დეპორტაცია განხორციელდება.

ამასთან, როგორც "ბიბისი" წერს, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მიგრაციული კრიზისის დარეგულირების საქმეში პროგრესის უქონლობა გაზრდის იმის შანსს, რომ წელს დაგეგმილ რეფერენდუმზე ბრიტანელები დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას დაუჭერენ მხარს.