საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში განსამწესებლად პარლამენტს ანა დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში, პროფესიონალიზმით და უშიშარი პოზიციით გირგვლიანის საქმეზე.
მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ანა დოლიძე ამ პოსტზე შეინარჩუნებს იმ პრინციპულობას, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლების დროს და საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადებში განამწესებს მას აღნიშნულ თანამდებობაზე.
ანა დოლიძე ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.