ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი რუსეთსა და თურქეთს შორის ომის რისკზე საუბრობს. შესაბამის ინფორმაციას euronews.ge ავრცელებს.
"ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ სირიას, როგორც რისკის ზონას ამ რეგიონის ქვეყნებს შორის მცირემასშტაბიანი საომარი მოქმედებებისთვის, მაგრამ ეს შეიძლება გადაიზარდოს რაიმე უფრო დიდში. მე არ ვფიქრობ ცივ ომზე - არა, არამედ, დიდ რისკზე ცხელი ომისა, რომელიც არა აუცილებლად რუსეთსა და ამერიკას შორის, არამედ რუსეთსა და თურქეთს შორის შეიძლება დაიწყოს" - აცხადებს მოგერინი.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ისინი, როგორც ევროპელები, ვალდებულნი არიან ყველაფერი გააკეთონ დაძაბულობის შესამცირებლად.