უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-მ საქართველოსა და მაკედონიას კარი უნდა გაუღოს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-მ საქართველოსა და მაკედონიას კარი უნდა გაუღოს

NATO-მ უნდა დაასრულოს მონტენეგროს გაწევრიანების პროცესი და ღია დატოვოს კარი მაკედონიასა და საქართველოსთვის - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ხუთშაბათს. „თუ NATO არ განაგრძობს გაფართოების პროცესს, ეს მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის აღნიშნული ორგანიზაციის სანდოობას,“ - გამოაცხადა სტიიარტომ ჟურნალისტებთან საუბრისას კონფერენციის დასასრულს.

მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოლა პოპოსკის თანახმად, NATO-ში გაწევრიანება მის ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს.