ბრიტანეთმა ევროკავშირთან სპეციალურ სტატუსზე შეთანხმება გაეროში დაარეგისტრირა. ამის შესახებ euronews.ge წერს.
მათი განმარტებით, გაეროში ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მათიუ რაიკროფტიმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლებრივად გამორიცხავს ბრიტანეთის პრემიერის, კემერონის მიერ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების შეუქცევადობაზე ეჭვებს.
"ანალიტიკოსთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ბრიტანეთი რეფერენდუმის შედეგად ევროკავშირში დარჩება, თუმცა გამოკითხვები ხმების თანაბარ განაწილებაზე მიუთითებს. ნეგატიურ კამპანიას ხელი ბრიტანეთის გასვლაზე ლონდონის პოპულარული მერის, ჯონსონის მხარდაჭერამაც შეუწყო", - წერს euronews.ge .