საკმაოდ დიდი განსხვავებაა ჩვენსა და უკრაინის რეალობას შორის და არ გვინდა განვიხილებოდეთ იმ ქვეყანასთან ერთად, რომელსაც მართლაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ვენეციის კომისიამ ევროკავშირს საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს.
როგორც სესიაშვილმა განმარტა, რეფორმებით საქართველო უკრაინაზე საკმაოდ წინაა.
"მიუხედავად ჩემი პეტივისცემისა უკრაინის მიმართ, უნდა ითქვას, რომ ჩვენ რეფორმებით საკმაოდ წინ ვართ, საკმაოდ დიდი განსხვავებაა ჩვენსა და უკრაინის რეალობას შორის. შესაძლოა უკრაინას გაუჭირდეს ყველა იმ ვალდებულების შესრულება, რაც ვიზალიბერალიზაციის მისაღწევად არის საჭირო, ამიტომ გვსურს, რომ ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ, უვიზოდ ვიაროთ ევროპაში, რასაც მივაღწევთ", - ირაკლი სესიაშვილმა.