საქართველოს პრეზიდენტი დღეს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს წარადგენს. როგორც "ინტრპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გიორგი მარგველაშვილი კანდიდატს 15:00 საათზე დაასახელებს.
აღნიშნული კანდიდატი უზენაეს სასამართლოში ლევან მურუსიძეს შეცვლის, რომელიც ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.