რატომ ადანაშაულებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილს უნიკალური მცენარეების უკანონო გადარგვაში. ვისი პროვოცირებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის უსაფუძვლო სკანდალი; რატომ ადანაშაულებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილს უნიკალური მცენარეების უკანონო გადარგვაში; როგორ და ვისზე გასხვისდა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სანაპირო ზოლი ერთ ლარად, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით და ყალბი დოკუმენტაციით. ამ თემას ეძღვნება ვახტანგ კომახიძის, ბექა კემულარიას და ბესო კურტანიძის დოკუმენტური ფილმი - „ლილიოდენდრონი“. ფილმის ავტორებთან ბიძინა ივანიშვილი საუბრობს.
„2004 თუ 2005 წელი იყო, როდესაც სააკაშვილმა თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით გახშირებული რეკვა დაიწყო, მერე ბათუმიც მოაბა მაგას. ვერ გავიგე, რომელი მათგანის გასხვისება უნდოდა. მე ვუთხარი, რომ არ შეიძლება ამაზე საუბარი და ეს არის საერთო მოხმარების. მერე მითხრა, ერთი შენი იყოს და ერთი ჩვენიო. მე ვუპასუხე, მაგას როგორ ვიკადრებ-მეთქი. შემდეგ თქვა, რომ პრივატიზაცია უნდოდა და მკითხა, მივიღებდი თუ არა მონაწილეობას, რაზეც უარი ვუთხარი, მაგრამ აღვნიშნე, რომ თუ ვნახავ, რომ რაღაცას უხეშად აკეთებთ და მათ შესაძლოა, ფუნქცია დაკარგონ, ვიყიდი მაგრამ ისევ სახელმწიფოს დავუბრუნებდი საჩუქრად. რაც შეეხება ხეებს, კიდევ ერთხელ გავაკეთებ განმარტებას, მე მაქვს ეს გატაცება და არცერთ შემთხვევაში, თავს უფლებას არ მივცემ, რომ ამით ვინმე დავაზიანო. კითხვას ვეთნხმები, რომ შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს, რომ ამდენ თანხას ვხარჯავ ხეების გადატანაზე, ჩამოტანაზე თუ დარგვაზე“,-აცხადებს ივანიშვილი.