საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცილისწამების მუხლი არ უნდა აღდგეს. ასე უპასუხა ხიდაშელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძის ინიციატივას ეხება.
"რა თქმა უნდა, ეს მუხლი არ უნდა აღდგეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ხიდაშელმა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი თედო კობახიძე გამოდის ინიციატივით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცილისწამების მუხლი აღდგეს და ცილისწამება დასჯადი გახდეს.