ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გრძელდება და ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.
ქვეყნის პირველმა პირმა უშიშროების საბჭოს მდივანთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მრჩევლებთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"95 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად საბჭოთა იმპერიისგან. 70 წლის შემდეგ ჩვენმა თაობამ შეძლო ამ ბრძოლის მოგება და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა. დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გრძელდება და ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.