ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი იმედოვნებს, რომ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
"ჩვენ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან და მმართველობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მინდა ხაზი გავუსვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან კვლავ გაგრძელდება. ეს საკითხი ასევე მნიშვნელოვანია არამხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობენ", - განაცხადა ჰერმანმა.