დროა, მიღებული იქნას გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ იარონ ევროპაში, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა რადიო "თავისუფლების" მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ევროკომისია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებით ევროკავშირს სავარაუდოდ მარტში მიმართავს.
"საქართველო თავისი მიღწევებით ევროინტეგრაციის და ვიზალიბერალიზაციის გზაზე ნამდვილად განსაკუთრებული გამოყოფის და აღნიშვნის ღირსია. საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება და დასკვნა უკვე პოზიტიურია. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან მიმართებაშიც იყოს დასკვნა პოზიტიური. დროა, მიღებული იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ იარონ ევროპაში", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.