როცა კეთდება განცხადებები და ვხედავთ, რომ ისევ ორჯონიკიძეებისა და ბოლშევიკებისკენ მიიწევს გონება და გული, უნდა ახსოვდეს ყველას, რას შესწირეს იუნკერებმა საკუთარი სიცოცხლე, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა კოჟორში განაცხადა, სადაც იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პეტრიაშვილის თქმით, საქართველო აღარასოდეს დაბრუნდება საბჭოთა კავშირში და ჩვენი ქვეყანა იქნება ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი.
"დღეს არ არის ტრაგიკული დღე, დღეს არის გამარჯვების დღე, ისტორიული წარსულის, ჩვენი ქვეყნის მომავლის აღნიშვნის დღე. მადლობა იუნკერებს, 18,19,20 წლის ბიჭებს და გოგოებს - მოხალისეებს, რომლებმაც შექმნეს ქვეყნისთვის ის მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს ჩვენ და რაც არის საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, თავისუფლებისთვის ბრძოლა და გამარჯვების მიღწევა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდნენ პარტიის წევრები და აქტივისტები. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.