ბელგია შენგენის ზონის რიგით მე-9 ქვეყანა გახდა, რომელმაც საზღვარზე კონტროლი დააწესა. როგორც "ევრონიუსი" იტყობინება, შესაბამისი შეტყობინება ბრიუსელმა ევროკომისიას უკვე გაუგზავნა.
ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სასაზღვრო კონტროლი დაწესდება საფრანგეთის საზღვრის 60-კილომეტრიან მონაკვეთზე.
ბელგიაში შიშობენ, რომ ქვეყანაში შესაძლოა გადმოვიდნენ მიგრანტები ფრანგულ ქალაქ კალედან.
როგორც "ევრონიუსი" აღნიშნავს, შენგენის ზონის წევრი ქვეყნების ნაწილმა სასაზღვრო კონტროლი არალეგალი მიგრანტების გადაადგილების გასაკონტროლებლად დააწესა.