თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქურთებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც "ევრონიუსი" იტყობინება, ქალაქ დიარბაქირში, სადაც მეტწილად ქურთები ცხოვრობენ, საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქში კომენდანტის საათის დაწესება და რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გააპროტესტა.
ზოგიერთმა დემონსტრანტმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინა, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
როგორც "ევრონიუსი" აღნიშნავს, თურქეთის ძალოვანი სტრუქტურები დიარბაქირში სამხედრო ოპერაციას ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლთა წინააღმდეგ ატარებენ.