მსოფლიოს 20 ქვეყნის 50-ზე მეტი კომპანია ჩართულია საქმიანობაში, რომელიც "ისლამური სახელმწიფოსთვის" ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო კომპონენტების მიწოდებას უზრუნველყოფს, - ასეთია ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია Conflict Armament Research-ის ანგარიშის დასკვნა.
ექსპერტების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობებისთვის საჭირო კომპონენტებს ამზადებენ კომპანიები ბრაზილიიდან, რუმინეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, ირანიდან, ავსტრიიიდან, ჩეხეთიდან, აშშ-დან, შვეიცარიასა და ფინეთიდან.
შუამავლის როლს ასრულებენ კომპანიები თურქეთიდან, რუსეთიდან, ერაყიდან, ლიბანიდან, ჩინეთსა და ინდოეთიდან. ხოლო კომპონენტების საბოლოო შესყიდვა ერაყში ხდება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტი კომპანია, რომელიც ამ საქმიანობაშია ჩართული, თურქეთში მუშაობს.
Conflict Armament Research-ის ექსპერტებმა ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით მოამზადეს.