რუსული "გაზპრომი" ევროპისთვის გაზის მიწოდებას შავი ზღვის გავლით დაიწყებს. როგორც რუსული მედია იტყობინება, "გაზპრომმა" შესაბამისი მემორანდუმი იტალიურ კომპანია Edison SPA-სა და ბერძნულ DEPA SA-სთან გააფორმა.
მემორანდუმის თანახმად, გაზის მიწოდება შავი ზღვის გავლით საბერძნეთში, შემდეგ კი იტალიაში განხორციელდება.
პროექტის მიზანი "ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის სამხრეთის მარშრუტის ორგანიზებაა".
ბერძნული მხარის განცხადებით, ახალი პროექტი "ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გააძლიერებს".