სირიის ოპოზიცია მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაიცვას. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ოპოზიციური გაერთიანების, მოლაპარაკებათა უმაღლესი კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
ოპოზიციის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 2 კვირას გაგრძელდება.
მოსკოვი და ვაშინგტონი სირიაში სამთავრობო ძალებსა და ე.წ. ზომიერ ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე 22 თებერვალს შეთანხმდნენ. რეჟიმი 27 თებერვალს ამოქმედდება.
სირიის მთავრობის განცხადებით, არმია შეწყვეტს ყველა სახის სამხედრო ოპერაციას გარდა იმისა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" და დაჯგუფება "ჯაბათ ალ-ნუსრას" წინააღმდეგ არის მიმართული.