საბერძნეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვით იმუქრება

საბერძნეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვით იმუქრება

მიგრაციული კრიზისის ფონზე საბერძნეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვით იმუქრება. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, ათენი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის არც ერთ შეთანხმებას მანამ, სანამ პასუხისმგებლობა მიგრაციული კრიზისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე თანაბრად არ გადანაწილდება.
როგორც დასავლური მედია იტყობინება, ეს განცხადება ციპრასმა საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა და იქვე დასძინა, რომ მთავრობა საბერძნეთის ბუფერულ ზონად გადაქცევას არ დაუშვებს. 
საბერძნეთი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია ევროკავშირში ჩასვლის მსურველთათვის, უკმაყოფილოა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის პოზიციით მიგრანტების საკითხთან მიმართებაში.