უკრაინაში მმართველი კოალიცია დაიშალა. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, ფრაქცია "თვითდახმარებამ" განაცხადა, რომ მმართველ საპარლამენტო კოალიცია "ევროპულ უკრაინას" ტოვებს.
ამ გადაწყვეტილებამ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა გამოიწვია, რადგან კოალიციაში საჭირო 226-ზე ნაკლები დეპუტატი დარჩა.
ფრაქცია "თვითდახმარებაში" განაცხადეს, რომ შეუძლებელია იმ პოლიტიკურ ძალებთან კავშირი, რომლებიც "პარლამენტში ოლიგარქიული გადატრიალების მონაწილეები გახდნენ".
"თვითდახმარება" რიგით მესამე პარტია გახდა, რომელმაც მმართველი კოალიცია დატოვა. გუშინ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის თანამდებობაზე დარჩენის გასაპროტესტებლად ანალოგიური გადაწყვეტილება იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინამ" მიიღო.
გასული წლის სექტემბერში კი, მმართველი კოალიცია ოლეგ ლიაშკოს რადიკალურმა პარტიამ დატოვა.