"ვიმპელკომის" ანძების შეძენის ერთ-ერთი მსურველი რუსული კომპანია "Русские башни" ქართული ბაზრით დაინტერესდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
როგორც კომპანიის პრეზიდენტი ალექსანდრ ჩუბი აცხადებს, კომპანიის სამომავლო გეგმა საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის, საქართველოზე გასვლაა.
მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილება მიიღო კომპანიამ.
"განვითარების სტრატეგიაში გათვალისწინებულია დსთ-ს ქვეყნებზე გასვლა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩავედით ქვეყნებში, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა. უკრაინის გარდა, ესაა ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და მონღოლეთი. ჩვენ დავასრულეთ ბაზრის შესწავლის ეტაპი და ჩამოვაყალიბეთ საკუთარი პოზიცია" , - აცხადებს ალექსანდრ ჩუბი.
კომპანია "Русские башни" რუსეთის ტერიტორიაზე საანტენო მოწყობილობებს ფლობს და ინვესტიციებს ანძების მშენებლობაში ახორციელებს.