”მაესტროს” პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას, მის შემცვლელად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ”წარმატების პირველ ნაბიჯად” აფასებს.
როგორც გადაბაძემ აღნიშნა, ბრძოლა გრძელდება.
"ეს არის წარმატების პირველი ნაბიჯი და თუ კიდევ არსებობს გაგრილებული თავები ხელისუფლებაში, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, კარგია, რადგან მედიის წინააღმდეგ ყველა ბრძოლა დამარცხებულია. თუ ამას დროულად მიხვდებოდნენ, აქამდეც არ მოვიდოდა საქმე, თუმცა ახლაც რომ მიხვდნენ, კარგია", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
მისი თქმით, ყველა განცხადება, რომელიც გააკეთა, ძალაში რჩება და გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებდა "მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმის მოქმედების დღესვე შეჩერებას, რომლის მიხედვითაც მას უფლებამოსილება შეუწყდა და ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად იქნა არჩეული. ბაია გადაბაძემ აღნიშნა, რომ გასაჩივრების შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ერთი თვე დასჭირდება.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირების საკითხი შეაჩერა.