როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, გუშინ შეტანილი იქნა სასამართლოში ჩვენი შუამდგომლობა გადაუდებელი წესით შეჩერებული იქნეს გიორგი გაჩეჩილაძის სახელზე აშკარა კანონდარღვევით და თვალთმაქცურად გაფორმებული 30%-იანი წილის მოქმედება.
მიგვაჩნია, რომ გუშინვე წარვადგინეთ ყველა საჭირო მტკიცებულება. თუმცა ირაკლი რუხაძის მიერ იმედის ეთერში საჯაროდ გაკეთებულმა კომენტარებმა დამატებით დაადასტურეს ჩვენი მოთხოვნის სისწორე.
დღეს ჩვენ ამ გამოსვლის ვიდეოჩანაწერიც წარვუდგინეთ სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, რომ სასამართლოს მიენიჭა ამ დავაში ძალიან დიდი როლი, რადგან თუკი ის შეაჩერებს გაჩეჩილაძეზე უკანონოდ რეგისტრირებულ 30%-იან წილს, ეს განმუხტავს სიტუაციას, აღადგენს სტატუს-კვოს და მხარეებს მოგვეცემა საშუალება მშვიდ ვითარებაში და სამართლებრივ ჩარჩოებში გადავიყვანოთ დავა.