თურქეთი და "ისლამური სახელმწიფო" საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავენ და კონტრაბანდის ახალ ვერსიებს განიხილავენ. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცთან" ინტერვიუში განაცხადა.
"არსებობს სამხილები იმისა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები აგრძელებენ საიდუმლო თანამშრომლობას თურქეთის მთავრობასთან. ისინი განიხილავენ არსებულ პირობებში მოქმედების ვერსიებს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ანკარა "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობაში ამ დრომდეც არაერთხელ დაადანაშაულეს.