საქართველოს შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ირანისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობის საკითხში, - როგორც ირანული მედია იტყობინება, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა მეტი თანამშრომლობა საქართველოსთან.
ამასთან, ის მიესალმა ორმხრივი ურთიერთობის გარღმავების მზადყოფნას თეირანსა და თბილისს შორის.
"ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა ირანსა და საქართველოს შორის უნდა გაძლიერდეს, როგორც არასდროს" , - აღნიშნა რუჰანიმ.
როგორც სააგენტო "მეჰრი" წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია.