რუსეთის ელჩი - თურქეთი,

რუსეთის ელჩი - თურქეთი, "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეებს, ხშირად საქართველოში აგზავნიდა

თურქეთი, რუსეთის დაკავებულ მოქალაქეებს, რომლებიც "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში არიან ეჭვმიტანილი, ხშირად საქართველოში აგზავნიდა. ასეთი განცხადება თურქეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კარლოვმა სააგენტო "რია ნოვოსტისთან" საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ანკარას ასეთი ქმედებების გამო რუსეთს ეჭვმიტანილთა დაკავების საშუალება არ ჰქონდა, რადგან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნია.
"ძალიან ხშირად რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში არიან ეჭვმიტანილი, აძევებდნენ თურქეთიდან არა რუსეთში, არამედ მესამე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, ან უკრაინაში, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა გაგვაჩნია", - აცხადებს ელჩი.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებში თურქული მხარე აცხადებდა, რომ მესამე ქვეყანაში დეპორტაცია თავად დაკავებულის სურვილი იყო.