გერმანიაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. როგორც ადგილობრივი მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, ავარიის შედეგად სულ მცირე ათმა ადამიანმა მძიმე ტრავმა მიიღო. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ.
მაშველების ცნობით, დაზარალებულთა რაოდენობამ შესაძლოა, 100-მდე გაიზარდოს.
ავარია მიუნჰენიდან დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბად იაბლინგში მოხდა.