ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძეს სასამართლოში უჩივლებს

ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძეს სასამართლოში უჩივლებს

"მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე არხის ახალ დირექტორ ლევან გაჩეჩილაძეს სასამართლოში უჩივლებს.

როგორც გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს დღეს მიმართავს.

გადაბაძე მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი "მაესტროს" პარტნიორთა საბჭოს გადაწყვეტილება ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით.

"სარჩელში საუბარია იმაზე, რომ გია გაჩეჩილაძის წილები სადავოა. ასევე მოყვანილია კონტრარგუმენტები იმ არგუმენტებისა, რის საფუძველზეც დირექტორობიდან გამათავისუფლეს. მე კანონის ფარგლებში ვმოქმედებდი და არგუმენტები, რაც ჩემს გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, არ არის ლოგიკური", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.