სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ უკრაინულ არმიას ამერიკული იარაღი ექნება, ის მთელი რუსეთის დაპყრობას შეძლებს

სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ უკრაინულ არმიას ამერიკული იარაღი ექნება, ის მთელი რუსეთის დაპყრობას შეძლებს

თუ უკრაინულ არმიას ამერიკული იარაღი ექნება, ის მთელი რუსეთის დაპყრობას შეძლებს. როგორც რუსული სააგენტო "ტასი" იტყობინება, ასეთი განცხადება ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია "24"-თან საუბარში გააკეთა.

"უკრაინისთვის პრობლემაა მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება. მაგრამ აშშ-ში არის ახალი შეიარაღება, თუ მოგვაწვდიან და უკრაინა პირველ 50 რუსულ ტანკს ააფეთქებს, ყველაფერი შეიცვლება", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე შეფასებით, უკრაინელი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთება მსოფლიოში საუკეთესია, საჭირო ცოდნის, უნარებისა და იარაღის მიღების შემთხვევაში, ისინი მთელი რუსეთის დაპყრობას შეძლებენ.