საუდის არაბეთმა შესაძლოა სირიაში სპეცდანიშნულების ძალები გააგზავნოს

საუდის არაბეთმა შესაძლოა სირიაში სპეცდანიშნულების ძალები გააგზავნოს

საუდის არაბეთმა შესაძლოა, სირიაში სპეცდანიშნულების ძალები გააგზავნოს. როგორც "როიტერი" იტყობინება, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა განაცხადა.

მისი თქმით, სპეცდანიშნულების ძალები აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე საერთაშორისო კოალიციის ოპერაციაში ჩაერთვებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცადებამდე ერთი დღით ადრე აშშ_ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიასა და იემენში არსებული ვითარება იყო.

გასულ კვირას, საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანა მზად არის, სირიაში სახმელეთო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა.