მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა არ გამორიცხა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა არ გამორიცხა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

ნიუ იორკის ყოფილმა მერმა, მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა არ გამორიცხა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ ბლუმბერგმა, რომელიც გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "ბლუმბერგის" მფლობელია, გამოცემა Financial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მაიკლ ბლუმბერგის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე პირველად იანვრის ბოლოს გახდა ცნობილი.

როგორც მოსალოდნელია, ის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სახით ჩაერთვება და საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას თავად დააფინანსებს.

გამოცემა "ფორბსის" ინფორმაციით, მაიკლ ბლუმბერგის ქონება 36,4 მილიარდი აშშ დოლარია.