22 თებერვლიდან კანადა სირიასა და ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე იერიშებს აღარ განახორციელებს. როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რეგიონს 6 სამხედრო თვითმფრინავი დატოვებს.
ერაყსა და სირიაში დარჩება ორი კანადური სადაზვერვო თვითმფრინავი. ოფიციალური ოტავას გადაწყვეტილებით, 70-დან 200-მდე გაიზრდება კანადელი სამხედრო ინსტრუქტორების რაოდენობა, რომლებიც ქურთ მებრძოლებს წვრთნიან.