გერმანიის კანცლერი ანგელა ამტკიცებს, რომ შოკირებულია იმ ადამიანების ტანჯვით, რაც გამოწვეულია რუსეთის ავიაციის მიერ სირიაში განხორციელებული დაბომბვებით. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით , ამის შესახებ მან თურქეთის პრემიერმინისტრ აჰმეთ დავუთოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ბოლო დღეებში ჩვენ ვიყავით არა მხოლოდ შოკირებული, არამედ შეძრულები იმის გამო, თუ რა ტანჯვა მიადგა ათასობით ადამიანს პირველ რიგში, რუსეთის ბომბდამშენებისგან", - აღნიშნა მერკელმა.
მისივე თქმით, სირიაში კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა დაიცვას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც სირიის მშვიდობიან მოსახლეობას უკავშირდება.