" დღეს ტელეკომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ჰქონდა საშუალება შეხვედროდა, გასაუბრებოდა და მოესმინა ტელეკომპანიის ერთერთი დამფუძნებლის მაკა ასათიანის პოზიცია -მაესტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
გვსურს განვაცხადოთ მაესტროზე არსებული ყველა ტელეპროექტი სსახელით, რომ თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემის და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას.
თანამშრომლები აგრძელებენ არხზე მუშაობას, რომელიც დღეს სასამართლოდავის საგანია, თუმცა ვიდრე არგაირკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, იმშემთხვევაში, თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბიმისი ცვლილებები არ ვგეგმავთ შ.პ.ს. სტუდია მაესტროს დირექტორის განკარგულებების შესრულებას. ასევე, ველით პასუხებს იმ მასალებზე და ფაქტებზე, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე მაესტყროს მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გააჟღერა წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით.