უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტების მიერ გამოცხადებულ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ 2015 წელს "რესპუბლიკის" ყველაზე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა.
როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ასეთი განცხადება ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორია რომანიუკმა გააკეთა.
"2015 წელს მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც საქონელბრუნვამ 40,4 მილიარდი რუბლი შეადგინა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა – 3 მილიარდი რუბლი, საქართველო – 231 მილიონი რუბლი", - განაცხადა რომანიუკმა.