მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა საქართველო-შვედეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემებს და რეგიონში შექმნილ ვითარებას.
მარგოტ ვალსტრომმა შვედეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესებში, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
გიორგი კვირიკაშვილმა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.