პარლამენტში ხვალ დიასპორის მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში ხვალ დიასპორის მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში ხვალ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძეს მოუსმენენ. დუმბაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული. კომიტეტის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მოუსმენენ.

კომიტეტის სხდომა პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში 11:00 საათზე დაიწყება.