სირიის ტერიტორიაზე მოქმედებენ სპეცდანიშნულების ძალების მებრძოლები რუსეთის ფედერაციიდან, - ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია "როსია 1" იტყობინება, რომელიც უახლოეს დღეებში სირიაში რუსეთის მოქალაქეების სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობაზე ფილმს აჩვენებს.
ანონსის თანახმად, სამხედროები, რომლებიც ამჟამად სირიაში იმყოფებიან, მომზადებას ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების ძალების ცენტრში გადიოდნენ.
დოკუმენტურ ფილმში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ყვება, რომ ჩეჩნურმა სპეცრაზმმა სირიაში დანაკარგი განიცადა. მისი თქმით, "ისლამურ სახელმწიფოში" ჩეჩენმა სპეცრაზმელებმა ჯაშუშური ქსელი შექმნეს.
როგორც "დოიჩე ველე" აღნიშნავს, კრემლში აღნიშნულ ფილმთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.