დღეს, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში გახსნეს. კონფერენციის შედეგად აირჩიეს საოლქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები.
,,დღეს ვიმყოფებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სადაც, კონფერენციის შედეგად ავირჩიეთ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები.
დღესვე, კონფერენცია გაიმართა წალკის მუნიციპალიტეტში სადაც ასევე, კონფერენციის შედეგად ავირჩიეთ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე , დავამტკიცეთ ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები .
თქვენ იცით,რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და ამ მიმართულებით მზადება დაწყებული გვაქვს. - განაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.