რუსმა დეპუტატებმა პუტინს და ლავროვს ე.წ. მეგობრობისა და ძმობის შესახებ მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირებისკენ მოუწოდეს

რუსმა დეპუტატებმა პუტინს და ლავროვს ე.წ. მეგობრობისა და ძმობის შესახებ მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირებისკენ მოუწოდეს

რუსმა დეპუტატებმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ე.წ. მეგობრობისა და ძმობის შესახებ მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირებისკენ მოუწოდეს.

წერილში, რომელიც რუსეთის პირველ პირებს ორმა დეპუტატმა გაუგზავნა, ნათქვამია, რომ ამის საჭიროება თურქეთის აგრესიული ქმედებების გამო შეიქმნა.

მოსკოვის ხელშეკრულება 1921 წლის 16 მარტს თურქულ და რუსულ მხარეებს შორის დაიდო. ამ შეთანხმების ფარგლებში, განისაზღვრა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი, ასევე თურქეთს გადაეცა ართვინი და არტაანი.

როგორც გამოცემა "იზვესტია" წერს, საქართველო და სომხეთი შეთანხმების პირობებს არ აღიარებენ, გარდა ამისა, ქართულმა მხარემ მოსკოვის შეთანხმების დენონსირება მოახდინა.