დასტურდება რომ ირაკლი რუხაძე ცდილობდა "მაესტროს" ხელში ჩაგდებას, - ამის შესახებ "მაესტროს" ერთ-ერთმა პარტნიორმა ბაჩო კიკაბიძემ ტელეკომპანიაში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა . როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტს გაეცნო და აღნიშნული შთაბეჭდილება დარჩა.
"დოკუმენტი მეც ვნახე, სადაც რუხაძე 7,5 მილიონს სთავაზობს "მაესტროს" სახელის სანაცვლოდ მაკა ასათიანს. დასტურდება, რომ იგი ცდილობდა "მაესტროს" ხელში ჩაგდებას. პირდაპირ ცდილობს გახდეს მფლობელი", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ. მისი თქმით, ამას ადასტურებს ქრონოლოგიურად განვითარებული მოვლენები და ის დოკუმენტი, რომელიც არსებობს.
რაც შეეხება "მაესტრო 24"-ს, ბაჩო კიკაბიძის თქმით, იგი მუშაობს ქსელის გაფართოების მიმართულებით.