რუსეთში

რუსეთში "ისლამური სახელმწიფოს" 7 წევრი დააკავეს

რუსეთში "ისლამური სახელმწიფოს" 7 წევრი დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სპეცოპერაცია რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჩაატარა. დაკავებულები რუსეთის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მოქალაქეები არიან.

უწყების თანახმად, ისლამისტები მოსკოვში, სანქტ პეტერბურგსა და ეკატერინბურგში, ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით, ტერაქტების განხორციელებას აპირებდნენ, რის შემდეგაც სირიაში ჩასვლა ჰქონდათ დაგეგმილი.

ჯგუფის ხელმძღვანელად სახელდება თურქეთიდან რუსეთში ჩასული ტერორისტი.

დაკავებულთა წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის, იარაღის უკანონო ბრუნვისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვის მუხლით.