სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის თქმით, სამხრეთ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების თაობაზე გაერო-ს კომისრის ანგარიშში ასახული ინფორმაცია მისი თავდაცვის მინისტრობის დროს ცნობილი არ ყოფილა.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს ამ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, თავდაცვის სამინისტროს რეაგირება მომხდარზე აბსოლუტურად სწორი იყო.
"ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. ძალიან სწორი რეაგირება მოახდინა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ. ჩვენთვის ნამდვილად არ იყო ცნობილი მსგავსი ფაქტების შესახებ, მაგრამ მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ვიდრე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე არ არის მისული და სანამ გამოძიებას თავისი სიტყვა არ აქვს ნათქვამი, ნურავისკენ ხელს ნუ გავიშვერთ და ნურავის დავადანაშაულებთ", -განაცხადა მინდია ჯანელიძემ.