კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოსთან გაერთიანების საკითხი გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან

კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოსთან გაერთიანების საკითხი გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან "უაზრო სპეკულაციაა"

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოსთან გაერთიანების საკითხი გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან "უაზრო სპეკულაციას" წარმოადგენს.

პრემიერის აზრით, ეს საკითხი ამოწურულია.

"ამაზე მე გავაკეთე კომენტარი. პრეზიდენტმაც გააკეთა, სხვათა შორის, ანალოგიური კომენტარი და მე მგონია, რომ ეს საკითხი ამოწურულია. დღეს ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არის პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტი გახლავთ სახელმწიფოს მეთაური და ფუნქციები არის მკაფიოდ გამიჯნული. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ახორციელებს კრიზისული სიტუაციების მართვას მანამდე, სანამ ეს გადადის საგანგებო მდგომარეობაში. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ერთვება ეროვნული უშიშროების საბჭო. მე მგონია, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ეს არის უბრალოდ გარკვეული პოლიტიკოსების მცდელობა, რომ აბსოლუტურად უაზრო სპეკულაციები ახორციელონ ამ საკითხზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის ინიციატივით "თავისუფალი დემოკრატები" გამოვიდნენ.