8-14 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

8-14 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

8 თებერვალს საქართველოში შენარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +2, +7 გრადუსი.

9-11 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +11, +16 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოს  ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე თოვლი. ღამის მინიმალური ტემპერატურა დაიკლებს -1, -6 გრადუსამდე, დღისითაც შენარჩუნდება ცივი ამინდი. (+1, +6 გრადუსი).

12 თებერვალს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.

13–14 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.