საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აშშ-ს მოუწოდებს, პატიმრების წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტები გამოიძიოს, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა განახორციელეს.
როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ წამების ამსახველი უამრავი ფოტომასალა არსებობს, არც ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ როგორც წესი, სასამართლო პროცესი რიგით ჯარისკაცებზე მიმდინარეობდა, "მაღალჩინოსნები კი კვლავ დაუსჯელები არიან".
Amnesty International-ში აცხადებენ, რომ წამების ფაქტები სისტემატურ ხასიათს ატარებდა და სწორედ ამერიკელი მაღალჩინოსნების დავალებით ხორციელებოდა.
როგორც "ბიბისი" წერს, ცოტა ხნის წინ პენტაგონმა ერაყსა და ავღანეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ციხეებში პატიმრებზე ძალადობის ამსახველი 198 ფოტოსურათი გაასაჯაროვა.